კონკურსი პროფესორ რევაზ სირაძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის
სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1.განცხადება;
2.CV;
3.აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს სტუდენტის მიერ თსუ-ში წინა კალენდარულ სემესტრში სასწავლო კურსებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულს (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით, არანაკლებ 3.5-ისა);
4. სტატია – ძველი ქართული ლიტერატურის სამეცნიერო შესწავლის სფეროში (გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცემული ნაშრომები);
5. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
6. უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საბუთების მიიღება: 2023 წლის 2 თებერვლიდან 10 თებერვლის 17:00 საათამდე, თსუ I კორპუსის 208 ოთახში. საკონტაქტო პირი: სოფიკო ძნელაძე (sopiko.dzneladze@tsu.ge)
დამატებითი ინფორმაცია რევაზ სირაძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის შესახებ იხ. რექტორის ბრძანებაში. https://www.tsu.ge/ka/legal/46216
დამატებით გაცნობებთ, რომ სარემონტო სამუშაოების გამო (9 და 10 თებერვალს) ფაკულტეტის ადმინისტრაცია მუშაობს დისტანციურად და აღნიშნული დოკუმენტების გამოგზავნა შეგიძლიათ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე sopiko.dzneladze@tsu.ge